Thursday, 28 March 2013

ცხოვრება, გარდაცვალების შემდეგ




გამარჯობათ! ეს, „Achromatic Portal“_ია და მე ვიწყებ ვმუშაობას სენსაციებზე!

P.S. ამ პოსტში გამოყენებულია მასალები, რომლებიც შესაძლოა მკითხველისთვის/დამთვალიერებლისთვის უსიამოვნო და მძიმე აღმოჩნდეს.
            გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ ჩემს გაფრთხილებას!

„მე ანატომიის რობინ ჰუდი ვარ! ვფიქრობ, ხალხს აქვს უფლება, რომ დაინახონ, როგორები ვართ ჩვენ სინამდვილეში? რა ხდება კანქვეშ?... ადამიანები ჩემს გამოფენებს სტუმრობენ, როგორც ტაძარს და ჩურჩულით საუბრობენ. ხედავენ იმას, თუ რისგან ვართ ჩვენ სინამდვილეში შექმნილნი და რამდენად მშვენიერები ვართ. Body World“-ი, ეს სხეულების ტაძარია!“_ აცხადებს გიუნტერ ვონ ჰაგენსი (Gunther von Hagens). გერმანელი ანატომი, რომელიც დაიბადა 1945 წლის 10 იანვარს. მან საფუძველი ჩაუყარა ცოცხალი ორგანიზმების პლასტინაციის (Plastination) მეთოდს (ამ გზით შესაძლებელია გარდაცვლილ სხეულს თავის ფორმა შეუნარჩუნდეს ათასწლეულების განმავლობაში). მასვე ეკუთვნის ცნობილი „Body World“-ის გამოფენები, სადაც ძირითად ნიმუშებად წარმოდგენილია ადამიანის სხეულები და ცალკეული ორგანოები.
1965 წლიდან სამედიცინო განათლებას იღებდა იენაში.  1974 წელს მას მიენიჭა სამედიცინო პრაქტიკაში მუშაობის ლიცენზია. მუშაობა დაიწყო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, სადაც მას მიენიჭა დოქტორის ხარისხი ანესთეზიისა და საგანგებო სამედიცინო დახმარების განხრით. მოგვიანებით ის თანამშრომლობდა ანატომიისა და პათოლოგიის ინსტიტუტებთანაც. 1980 წელს ჰაიდელბერგში მან დაარსა კომპანია „BIODUR“-ი. ხოლო 1993 წელს მისი წყალობით შეიქმნა „პლასტინაციის ინსტიტუტი“.
დოქტორ ვონ ჰაგენსი, ხელოვანი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ საქმეს ეწევა და სიმბოლურად შავ ქუდს ატარებს, როგორც რენესანსის ეპოქის ანატომების პირველად ატრიბუტსა და ტრადიციას.
მაშ ასე..!
კეთილი იყოს თქვენი ფეხი გალერეაში, რომელიც მთელს მსოვლიოში ერთდროულად იწვევს: გაოცებას, ზიზღს, აღფრთოვანებას, სიბრაზესა და ინტერესს. ეს არც მორგია, არც დამკრძალავი ბიურო. ეს არის ადამიანის სხეულის გადასამუშავებელი ფაბრიკა. ადგილი, სადაც გიუნტერ ვონ ჰაგენსი გასაოცარი საშუალებებით ერთმანეთს უთავსებს მედიცინას და ხელოვნებას. აქ, მთავარ ექსპონატებად წარმოადგენილია გარდაცვლილი ადამიანების სხეულები. რაშიც დამთვალიერებელთა დიდ ნაწილს თავიდან ეჭვი ეპარება, რომ ისინი ნამდვილ ადამიანებს ეკუთვნით.
თუმცა, თქვენ დამერწმუნეთ ეს, ნამდვილია!
            მუზეუმში სხვადასხვა ჯიშის ცხოველის და ადამიანისგატყავებული სხეულებიაგამოიფენილი. სხეულები, რომლებიც აღდგენილია დოქტორ გიუნტერ ვონ ჰაგენსის პლასტინაციის მეთოდით, რაც თავის თავში სხეულის/ნივთის დაცვასა და შენახვას მოიცავს.
საზოგადოების აზრი, როგორც თითქმის ყველა შემთხვევაში, აქაც ორად იყოფა. ერთნი თვლიან, რომ  ვონ ჰაგენსის „ხელოვნება“ არის მიღწევა თანამედროვე მედიცინის სფეროში; მეორენი კი მიიჩნევვენ, რომ ასეთი ტიპის გამოფენა არის მწვალებლური და ამორალური, გარდა ამისა, არაესთეტიური და არაფერი აქვს საერთო ხელოვნებასთან.
დამუშავებული სხეულების ძირითადი ნაწილი ასახავენ რელიგიურ და სექსუალურ კონტექსტს, რაც ბევრისთვის ძალიან შემაწუხებელია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს საერთოდ არ აღაშფოთებს იმ მცირე ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც  მიიჩნევენ, რომ კარგი იქნება, თუ მათ სხეულებს სიკვდილის შემდგომაც ექნებათ საზრისი. მათთვის ეს უკვდავებასთან კიდევ ერთი ნაბიჯით მიახლოებაა. რის გამოც სიცოცლეშივე უკვე აფორმებენ ხელშეკრულებას სიკვდილის შემდგომ საკუთარი სხეულის ნებაყოფლობით გადაცემისა და მის ექსპონატად გამოყენებაზე.
თავად ვონ ჰაგენსი თვლის, რომ ის გარდაცვლილთა ნეშთებს თავისი საქმით არ შეურაწყოფს და ყოველ ექსპონატს სათანადო პატივისცემით ეპყრობა, რადგან მას ესმის ამ საქმიანობის მნიშვნელობა. გთავაზობთ ამონარიდებს მისი ინტერვიუდან:
 „ მე ანატომი ვარ! არასდროს მოვეპყრობი ექსპონატებს საზიზღრულად და არაადამიანურად. უბრალოდ, მე ყველაფერს ისე ვაჩვენებ როგორც არის, გული_გულად რჩება, მუცელი_მუცლად. მე არ დავცინი გარდაცვლილ სხეულებს, მე მათ ვანიჭებ ღირსებას.“

„ეს, არ არის შიშის ოთახი, ყველაფერი პირიქით უნდა გავიგოთ. მე მინდა ადამიანებს გული გადავუშალო და საკუთარი თავს შევახვედრო, დავანახო როგორები არიან ისინი.“
„იმისთვის, რომ გაიგო რა არის სიცოცხლე, აუცილებელია მიიღო სიკვდილი.“

„პლასტინირებული სხეული ეს არ არის უბრალოდ გვამი, ის რაღაც უფრო მეტია. ახალი არსებაა, რომელსაც პლასტინაციამ ახალი სიცოცხლე მიანიჭა.“

„ექსპონატები ცოცხალივით უნდა გამოიყურებოდეს, ეს არის მთავარი პრინციპი. ვინაიდან მე განზრახული მაქვს შევავსო მარადიულ უფსკრული სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. დამთვალიერებელსაც მარტივად შეეძლება საკუთარი სხეულის წარმოდგენა, თუ ნამუშევარი იქნება ბუნებრივი“

გერმანელი ანატომს დოქტორ გიუნტერ ვონ ჰაგენის აქვს საავტორო გადაცემა antomy for begginers...
  სამედიცინო სპეციალობის სტუდენტებისათვის ჩემი რჩევა იქნება, რომ თვალი ადევნონ ამ გადაცემას, რადგან საკმაოდ  ბევრის სწავლა შეიძლება ამ თოქ შოუდან...
გთავაზობთ ჩემს მიერ მოძიებულ ლინკს და ფოტო მასალებს: http://www.youtube.com/watch?v=D9MkgxBfp1Q



დასკვნა? ეგ თქვენზეა..!


















No comments:

Post a Comment